Thursday, October 28, 2010

Friday, October 15, 2010

ის, რაც ალბათ უნდა დამეწერა




ის ლამაზი იყო, ძლიერ ლამაზი. არაორდინალური სახე, მზიანი ღიმილი..ჭკვიანი, სევდიანი, ტკივილით გაჟღენთილი თვალები ჰქონდა. ზოგჯერ ბედნიერების ტალღას გამოადენდა..ისეთი ემოციით, შეუძლებელი იყო მისი სიცილით არ დაავადებულიყავი და არ გაგეცინა.. იცინოდი, არ იცოდი რა გაცინებდა, მაგრამ მთელი სხეულით გრძნობდი სიცილის ვიბრაციას..იმიტომ რომ ის იცინოდა. იცინოდა ისე გემრიელად, რომ არავინ არასოდეს იგრძნობდა რა ტკივილს ატარებდა მისი გული. ვერც ვერავინ წამროიდგენდა რომ მას მწარე ცრემლებით ტირილი შეეძლო.. რამდენჯერ უტირია ჩემს ოთახში, ღამის 2 საათზე. როგორ სტკიოდა. როგორ ოცნებობდა. როგორი ძლიერი იყო. მე ვერასოდეს შევძლებ ასეთი ძლიერი ვიყო, ვერასოდეს. ახლაც მარილიან ცრემლებს ვყლაპავ და არ შემიძლია გავიღიმო. მას კი შეეძლო არ ეჩვენებინა ადამიანებისთვის თავისი სისუსტე. ახლაც ჩამესმის მისი ხმა - "ან, შენ ძლიერი უნდა იყო! ანე, შენ უნდა იწამო! ან, მე მჯერა შენი!" .. ახლაც ვგრძნობ მის თბილ ხელებს, მის ჩახუტებას.. მახსოვს როგორ ვსაუბრობდით ტელეფონზე მთელი ღამე, როდესაც 15-16 წლისები ვიყავით და ყველაზე რთული პერიოდი გვქონდა..როგორ ვეხმარებოდით ერთმანეთს..ყველა საიდუმლო ვიცოდით. გაგას წერილებსაც კი ვაკითხებდი. სამი მესაიდუმლე მყავდა - ის, ჩემი მეგობარი ხატია და ჩემზე 9,5 წლით უფროსი მეგობარი ბიჭი, ვაჟა, რომელმაც გადამალახინა გარდატეხის ასაკი და რომელსაც დღესაც მოვყავარ ხოლმე გონს. მახსოვს როგორ გვინდოდა ფსიქოლოგიაზე ჩაბარება და ადამიანების დახმარება, მთელი არსებით გვინდოდა, ბევრს ვკითხულობდით, განვიხილავდით, ადამიანებს და მოვლენებს ვაკვირდებოდით. მაგრამ მე მხატვრობა ვარჩიე და სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, მან კი სამედიცინოში ჩააბარა და კარდეოლოგობა უნდოდა. მას წამდა რომ მე ნიჭიერი მხატვარი ვარ, მე მწამდა მისი სიყვარულის მედიცინისადმი, ვიცოდი რომ მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი იქნებოდა. პირველ კურსზე იშვითად ვნახულობდით ერთმანეთს. ძალიან ვნანობ. ამაზე მეტად ცხოვრებაში ალბათ არაფერს ვინანებ. როგორ მენატრება. მგონი ვერც ერთი სულიერი არსება ვერ იგრძნობს როგორ მენატრება. 

მობილურში აუდიო ჩანაწერი მაქვს, მისი სიცილი.. ინგლისურს ვამეცადინებდი და რატომღაც გაკვეთილი სიცილში გადაიზარდა : )) ბოლოს მივხვდით რომ ნამეტანი ვმხიარულობდით და ჩვენს გაკვეთილებს შედეგი არ ექნება და სხვა მასწავლებელთან წავიდა : )) 

მას უყვარდა როცა წიგნებს ვუკითხავდი, ვერ იტანდა როცა ნერვებს ვიშლიდი ბოროტი ადამიანების გამო, მაგრამ თვითონაც ეშლებოდა ნერვები.. მეჩხუბა როცა მოწევა დავიწყე და ხმასაც არ მცემდა სადღაც ნახევარი საათი : )) ეკლესიური იყო. მე არა. ამაზეც მიბრაზდებოდა, რომ "სტრანნად" მწამდა ღმერთის, ბოლოს შემეშვა.. ეს ჭიდილიც მენატრება. 

"-ანე, შენ ძლიერი უნდა იყო!"

"-ვიქნები მარი, იმიტომ რომ შენ ამის გწამდა!" 

პ.ს. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემსავით განიცდის. 

პ.პ.ს. ფოტო გადაღებულია მარის გარდაცვალების წინა დღეს. 

P.F.


ძალიან მივედ-მოვედები ხოლმე მუსიკაში, მაგრამ Pink Floyd მაინც ყველაზე ჩემია! 15-16 წლიდან ჩასახლდა ჩემში და აღარსად აღარ ვუშვებ. ძალიან ბევრის დაწერა მინდა, მაგრამ არ შემიძლია.. ეს ალბათ ჩემი ერთ-ერთი ვნებათაგანია, რომელზეც ბევრი საუბარი არ შემიძლია. არ მიყვარს გაცვეთილი ფრაზები პ.ფ.-ს გარშემო. ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ ეს მხოლოდ მუსიკა არ არის, ეს არის იდეოლოგია, ცხოვრების სტილი..და ამის დაწერა აქ არაფერს იტყოდა ჩემს სიყვარულზე პ.ფ.-ს მიმართ. (თუმცა აგერ, მაინც დამიწერია).. და საერთოდ რა მინდა, ვერ გამიგია..

Monday, July 19, 2010

კშიშტოფ კიშლოვსკის ტრილოგიიდან ყველაზე მეტად "წითელი" მიყვარს. დღეს მეორედ ვუყურე და მომინდა კადრები აქ დამედო. მთელი ფილმი ულამაზესი სურათია. 










Thursday, July 15, 2010

ბბ

მოკლედ ბლოგი მივიწყებული მქონდა ძალიან დიდი ხანია და ვაპირებ რომ დავუბრუნდე.. ) ნუ დაწყებულიც არ მქონია კარგად. მოკლედ ბევრი საქმე მაქვს წინ )))))

Thursday, February 11, 2010

ჰიპები დღეს


ამ ყვავილოვან სუბკულტურას წარსულიდან დღემდე სასიამოვნო სურნელი ასდის. მაგიური მუსიკა, თავისუფალი ჩაცმულობა, თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სიყვარული. ყოველივე ეს მიმზიდველად ჟღერს.

იბადება კითხვა - არსებობენ თუ არა ჰიპები დღეს? რა არის "ჰიპობა"? ატრიბუტიკა, რომელიც პრინციპში თანამედროვე ახალგაზრდობამ მარტივად გადმოიღო წინაპრებისგან, თუ იდეოლოგია?

თანამედროვე პროტო-ჰიპები 60იან წლებზე ბევრად ადრე გამოჩნდნენ, ოკეანის გამოღმა, გერმანიაში XIX საუკუნის მიწურულს. სწორედ ისინი იყვნენ ჰიპური სუბკულტურის ფუძემდებლები, რომელმაც შემდგომ განვითარებას ამერიკაში მიაღწია. საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა რაღაც ნაწილი, რომელიც იმ ეპოქის დოგმებისგან ითავისუფლებდა თავს. კონსერვატიზმს ყოველთვის უპირისპირდებოდა ანტიკონსერვატიზმი, ყოველთვის არსებობდა კონტრკულტურული დამოკიდებულება და ეს არ არის მხოლოდ 60-იანი წლების ფენომენი. იმას, რასაც ჰიპურ იდეოლოგიას ვეძახით ძველ საბერძნეთშიც შეიძლება ვიპოვოთ ცინიკოსების სახით. 

XX საუკუნის დასაწყისში კულტურამ თავისთავში მოიცვა: გაბატონებული ჩაცმულობის სტილი, გაბატონებული მუსიკის მიმდინარეობები, გაბატონებული ძალადობა და ამიტომაც შეიქმნა ახალი ჩაცმულობა, ახალი მუსიკა - ეს ყველაფერი კონტრკულტურული აზროვნების გამოხატულება იყო. 60იანი წლებიდან დიდმნიშვნელოვნად იცვლება მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრია. მაგრამ რთულია იმის თქმა მუსიკის განვითარებამ მოახდინა ზეგავლენა ჰიპურ სუბკულტურაზე თუ პირიქით, ორივე ამაზე ძირითადი გავლენა იქონია იმან, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მზად აღმოჩნდა მიეღო სიახლე, მზად აღმოჩნდა გამოეხატა კონტრკულტურული დამოკიდებულება. 

მილიონობით ადამიანი მოუწოდებდა კაცობრიობას საზღვრების გაუქმებისკენ დედამიწაზე და გრძნობებში, დოგმების განადგურებასა და მშვიდობისკენ. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ამ სუბკულტურამ უმრავლესობის აზროვნებაში რევოლუცია მოახდინა და დღემდე ახდენს ჩვენაბდე მოღწეული ხელოვნებით. 

"Look what's happening out in the streets
Got a revolution Got to revolution
Hey I'm dancing down the streets
Got a revolution Got to revolution
Ain't it amazing all the people I meet
Got a revolution Got to revolution"

Jefferson Airplane - "Volunteers"

დღეს ე.წ. "ჰიპური სამოსი" მოდაშიც კი შემოვიდა. 60-იანების ჰიპურ იერს იარლიყი მიაკრეს ბურჟუებმა, ტანსაცმლით ვეღარ გამოხატავ შენს დამოკიდებულებას. რთულია განსაზღვრო ქუჩაში ნანახი ყვავილებიანი და ბუმბულებიანი გოგონა ჰიპურ იდეოლოგიას იზიარებს, თუ რომელიმე ცნობილი დიზაინერის 500$-იანი მაისური აცვია.

რაც შეეხება ჰიპურ იდეოლოგიას, ის ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ საუკუნეს მივაკუთვნოთ. ამ იდეოლოგიის მოძრაობები სხვადასხვა სახელწოდებით გვხვდება: ზოგ ეპოქაში ერეტიკოსებს ეძახდნენ მასეთ ხალხს, ზოგშიც ცინიკოსებს. შეიძლება თუ არა მათ ჰიპები ვუწუდოთ? სიტყვა ჰიპი რომ XX საუკუნეში წარმოიშვა, არ განაპირობებს იმას, რომ ჰიპობა XX საუკუნეში წარმოიშვა.. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ XVIII საუკუნის ბოლომდე პატრიოტები და ნაციონალისტები არ არსებობდნენ იმიტომ, რომ სიტყვის ფუძეებმა დღევანდელი დატვირთვა საფრანგეთის 1-ლი რევოლუციის დროს შეიძინეს. ეს მოსაზრება დამეთანხმეთ ცოტაოდენ სასაცილოა. სულერთია რა სტატუსი ჰქონდათ ადრე ჰიპური იდეოლოგიის მატარებლებს, ან მომავალში რა სტატუსი ექნებათ, ჭეშმარიტი ის არის, რომ ისინი არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ. განსხვავება ის იქნება რომ ეპოქასთან ერთად ფასეულობები და შესაბამისად პროტესტის გამოხატვის სტილი შეიცვლება.

დღეს საქართველოში კულტურის ნაწილად ქცეულ დეგრადირებული აზროვნების, გემოვნების, მასიური გაუნათლებლობის წინააღმდეგ მოქმედებას შეიძლება ჰიპური ეწოდოს. უბრალოდ მოქმედების გზები ისე აღარ "ყვირის", როგორც 60-იანებში ყვიროდა. პროტესტს სხვა, ეპოქისთის შესაფერისი სახე მიეცა. 

Image Hosting by imagefra.me

მმ


დილა ლამაზად დაიწყო.. უკვე კარგ განწყობაზე ვარ.. მიხარია რომ არსად არ მეჩქარება, იდეები სასწრაფოდ არ მაქვს ამოსაფრქვევი.. ვისვენებ.. ჩაი და მუსიკა.. მმ.. რამდენიხანია ასეთი დილა არ მქონია.. 

Wednesday, February 10, 2010

აკადემია

ვცდილობ ცოტათი დავბრმავდე.. სულ ცოტათი მაინც.. დავიბრმავო და დავიყრუვო აღქმის 1/4.. რომ ნაკლებად გავღიზიანდე. ცხოვრებაში ხომ კიდევ წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანებთან მომიწევს ურთიერთობა, წარმოუდგენელი აზროვნებებითა და გრძნობებით. ძლიერ დამღლელია ადამიანი, რომელიც თავს მხატვარს არქმევს და მხატვრობა არ უყვარს, ხატვა ეზარება. არც კი მეგონა ასეთი რამ თუ არსებობდა.. ახლა კი ასეთ ადამიანებთან მიწევს ყოველ დღე კონტაქტი. რა ჩემი საქმეა? რატომ ვერევი? ვერევი? დიახ ვერევი! თუნდაც იმით რომ ამაზე ვფიქრობ, ამაზე ვწერ, სხვას ვუზიარებ. უნდა ჩავიკეტო? ავაშენო კედელი და არც ერთი არ შემოვუშვა და არც მე გავიდე? გადავიწვი. 3,5 წელი მომიწევს კიდევ ამ გარემოში ყოფნა. ნუთუ დრო რამეს შეცვლის? ნუთუ ჩემი ჯგუფელი მოდილიანის ნახატს გაარჩევს ოდესმე დალის ნახატისგან და შეიტყობს ვინ იყო ლოტრეკი? ნუთუ აღარ დაიჯღანებიან ფუნჯის ხელში აღებისას? გაარჩევენ ვარდისფერს იისფერისგან? 

სულ სხვა სამყაროს ველოდი აკადემიაში. სულ სხვა შემხვდა. თუმცა ვერ ვიტყვი რომ მთელს აკადემიაშია ასეთი სავალალო მდგომარეობა. 

ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი რომ აკადემიაში სწავლისას არდადეგები მომინდებოდა. დღეს ისე გამიხარდა ბოლო გამოცდის ჩაბარება და მომავალი 2,5 კვირიანი დასვენება, მცხვენია კიდეც. მიხარია, როგორც იქნა ცოტახნის მანძილზე ჩემს სამყაროში გამოკეტილი დავხატავ. 

უნდა ვუშველო თავს. არ შეიძლება ასე. 

Sunday, February 7, 2010


აღარ შემიძლია ეს გეომეტრიული მოდელირება.. დავიღალე.. 

Friday, January 29, 2010


ჩემი ერთი ჯგუფელი ამბობს "კლიმტის ნახატები არაესთეტიურია", მეორე - "კლიმტზე ვაბოდებ".. ეჰ...

Wednesday, January 27, 2010

ჩემი ქმარი ფორუმის პოლიტიკის განყოფილებასთან მღალატობს :? აჰმ :/

Monday, January 4, 2010

გადაწყვეტილია, მე და გაგას აუცილებლად გვეყოლება ეს ფისო... ულამაზესი ჯიშია..

Many years ago, before the birth of Buddha, the Khmer people of Burma built temples to Tsun Kyan-Kse. This Goddess is said to have had blue eyes and presided over the journey of the souls, and blessed the temple priests to re-live in the body of the Birman cat. One such temple is said to have contained a dazzling solid gold statue of the Goddess, has been constructed along a flank of Mount Lugh. The priests of the temple kept one hundred pure white cats to guard the temple. The elderly head priest, Mun-Ha, had a cat named Sinh.

Legend goes, one night, Phoums from Siam attacked the temple overwhelming the Kittahs, and killing the priest Mun-Ha. As he sat dying in his golden throne, Sinh leapt onto his head, and, as he sat rigid before the statue of the Goddess, a miracle transpired. His appearance was transformed to one of immense exquisiteness. His impeccable white coat became creamy and golden tinted, his ears, nose, tail and legs became dark, like the colour of the earth, but left his paws white, and his eyes glowed the same sapphire as the Goddess. He then stared at the south door. The priests, acting upon his direct look, rushed to close the heavy bronze doors.

Eventually, temple was devoid of invaders once more. Sinh, however, stayed upon Mun-Ha’s head for the next seven days with neither food nor water, before, facing the Goddess, he died – carrying Mun-Ha’s soul to Tsun Kyan-Kse… and when, Seven days later, the amassed priests consulted the statue on the succession of Mun-Ha, the remaining ninety-nine cats of the temple ran up, all of which had been transformed like Sinh, surrounded the youngest of the priests. Therefore, the reincarnated ancestors were chosen by the Goddess’s heavenly spirit.

The legend also dictates that when a priest died, his soul was channelled into the body of a cat and upon the cat’s death the priest’s soul had entered heaven– although, according to Major Russell Gordon, ”But woe also to he who brings about the end of one of these marvellous beasts, even if he did not mean to. He will suffer the most cruel torments until the soul he has upset has been appeased.”

The legend fails to explain the genuine, scientific derivation of these cats, and the mystery surrounding their initial background will probably never be revealed.










გუშინ ვუყურე  პიერ პაოლო პაზოლინის "თეორემა"-ს... კინომ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე... ლამაზი კადრები, გეომეტრიულად განაწილებული კომპოზიციები..  ემოციები  თვალებით გამოიხატება.. საუბარი თითქმის საერთოდ არ არის მთელი ფილმის მანძილძე, მხოლოდ სულში ჩამძვრომი მზერა.. საოცარია.. ჩემი აზრით  "სტუმარი" არის არა რეალურად არსებული პიროვნება, არამედ თვითოეული ოჯახის წევრის  წარმოსახვითი გმირი, ცვლილების წყურვილი..  თვითოეულ მათგანს ძლიერ მობეზრდა  უემოციო,  მშვიდი ცხოვრება და ეს იყო ის, რაც მათ ყველაზე ძლირ სწყუროდათ.. მაგრამ როდესაც "სტუმარი" ანუ  საკუთარ სამყაროში შექმნილი გმირი გაქრა,  იმის შიშმა, რომ ცხოვრება დაუბრუნდება მათთვის ჩვეულ კალაპოტს მიიყვანა ფსიქოლოგიურ აშლილობამდე...