Wednesday, December 30, 2009

...



ხვალ ახალი წელია.. ძლიერ მიხარია რომ მე და გაგა მეგობრებთან მივდივართ და იქ შევხვდებით.. მაგრამ თითქოს აღარ არის ის საახალწლო გულის ფანცქალი.. :( 

ახლა სანთლები დავანთე და ვფიქრობ რა ცვლილებები შევიტანო ჩემს ცხოვრებაში ხვალიდან... თუმცა რა დროს მაგაზე ფიქრია როცა წიგნის ილუსტრაცია უნდა გავაკეთო.. 

ცვლილება კი იმით უნდა დავიწყო რომ ჩემი ფოტოაპარატი შევაკეთო..

Thursday, December 17, 2009

ცოტა რამ ჩემს შესახებ...


მქვია ანე... 

ჩემი სამყაროა (მართალია ძლიერ რთულია რამდენიმე ხაზში ჩატიო შინაგანი სამყარო, მაგრამ ზოგადად...) ჩემი გაგა, Pink Floyd, მხატვრობა, ლიტერატურა, კინო, შოკოლადი, წვიმის სურნელი, კატები და კიდევ ბევრი ბევრი რამ...

დიდი ხანია დავძვრები ბლოგებზე, ვათვალიერებ, ვკითხულობ სხვადასხვა ადამიანების ემოციებს, აზრებს.. ძლიერ მიტაცებს სხვისი სამყაროები.. მიუხედავად იმისა რომ ჩემი "მსხვერპლი" ამ დროს შეიძლება სულაც არ მიცნობდეს.. იმედია არავინ მიწყენს ამას... 


კეთილი იყოს ჩემი მაუსი და კლავიატურა ბლოგზე... :)

First Post

Raz RaZ

gIENADZIIIIIIII Podkluchi blok pitania bliad