



გუშინ ვუყურე პიერ პაოლო პაზოლინის "თეორემა"-ს... კინომ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე... ლამაზი კადრები, გეომეტრიულად განაწილებული კომპოზიციები.. ემოციები თვალებით გამოიხატება.. საუბარი თითქმის საერთოდ არ არის მთელი ფილმის მანძილძე, მხოლოდ სულში ჩამძვრომი მზერა.. საოცარია.. ჩემი აზრით "სტუმარი" არის არა რეალურად არსებული პიროვნება, არამედ თვითოეული ოჯახის წევრის წარმოსახვითი გმირი, ცვლილების წყურვილი.. თვითოეულ მათგანს ძლიერ მობეზრდა უემოციო, მშვიდი ცხოვრება და ეს იყო ის, რაც მათ ყველაზე ძლირ სწყუროდათ.. მაგრამ როდესაც "სტუმარი" ანუ საკუთარ სამყაროში შექმნილი გმირი გაქრა, იმის შიშმა, რომ ცხოვრება დაუბრუნდება მათთვის ჩვეულ კალაპოტს მიიყვანა ფსიქოლოგიურ აშლილობამდე...
No comments:
Post a Comment