Wednesday, February 10, 2010

აკადემია

ვცდილობ ცოტათი დავბრმავდე.. სულ ცოტათი მაინც.. დავიბრმავო და დავიყრუვო აღქმის 1/4.. რომ ნაკლებად გავღიზიანდე. ცხოვრებაში ხომ კიდევ წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანებთან მომიწევს ურთიერთობა, წარმოუდგენელი აზროვნებებითა და გრძნობებით. ძლიერ დამღლელია ადამიანი, რომელიც თავს მხატვარს არქმევს და მხატვრობა არ უყვარს, ხატვა ეზარება. არც კი მეგონა ასეთი რამ თუ არსებობდა.. ახლა კი ასეთ ადამიანებთან მიწევს ყოველ დღე კონტაქტი. რა ჩემი საქმეა? რატომ ვერევი? ვერევი? დიახ ვერევი! თუნდაც იმით რომ ამაზე ვფიქრობ, ამაზე ვწერ, სხვას ვუზიარებ. უნდა ჩავიკეტო? ავაშენო კედელი და არც ერთი არ შემოვუშვა და არც მე გავიდე? გადავიწვი. 3,5 წელი მომიწევს კიდევ ამ გარემოში ყოფნა. ნუთუ დრო რამეს შეცვლის? ნუთუ ჩემი ჯგუფელი მოდილიანის ნახატს გაარჩევს ოდესმე დალის ნახატისგან და შეიტყობს ვინ იყო ლოტრეკი? ნუთუ აღარ დაიჯღანებიან ფუნჯის ხელში აღებისას? გაარჩევენ ვარდისფერს იისფერისგან? 

სულ სხვა სამყაროს ველოდი აკადემიაში. სულ სხვა შემხვდა. თუმცა ვერ ვიტყვი რომ მთელს აკადემიაშია ასეთი სავალალო მდგომარეობა. 

ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი რომ აკადემიაში სწავლისას არდადეგები მომინდებოდა. დღეს ისე გამიხარდა ბოლო გამოცდის ჩაბარება და მომავალი 2,5 კვირიანი დასვენება, მცხვენია კიდეც. მიხარია, როგორც იქნა ცოტახნის მანძილზე ჩემს სამყაროში გამოკეტილი დავხატავ. 

უნდა ვუშველო თავს. არ შეიძლება ასე. 

No comments:

Post a Comment